ზაურ დარგალი „კასპიის მე-8 საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მონაწილეობა მიიღო „კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმი თბილისი 2019“–ში.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მონაწილეობა მიიღო „კასპიის მე-8 საერთაშორისო ენერგეტიკის ფორუმი თბილისი 2019“–ში.
ფორუმი საქართველოს მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და კასპიის ევროპული კლუბის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების, ასევე მსხვილი დიპლომატიური საერთაშორისო კომპანიებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლები.
ფორუმის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგა მარნეულის მერი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის საინვესტიციო გარემოზე, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების პერსპექტივებსა და ტურისტულ პოტენციალზე.
ფორუმის ფარგლებში, ზაურ დარგალს ღონისძიების ორგანიზატორების სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, ძირითადი აქცენტი აზერბაიჯანი-საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზე გაკეთდა.