მუნიციპალიტეტის მერი მეორე ქესალოს მოსახლეობას შეხვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე ქესალოს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები დეტალურად გამოიკითხა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე ქესალოს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები დეტალურად გამოიკითხა.
ახლადარჩეულმა მერმა, ასევე მოინახულა მიმდინარე წელს, სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
მერმა, მოქალაქეებთან აღნიშნული სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხზეც იმსჯელა, ვინაიდან წლებია მეორე ქესალოს მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა აწუხებთ. აღნიშნულ სოფელში, გაზიფიცირების სამუშაოები გარკვეულ უბნებში წლების წინ განხორციელდა, ნაწილში კი კვლავ დგას ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობა.
როგორც მერმა, ადგილობრივებთან საუბარში აღნიშნა, მათთვის ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველსაყოფად, იშუამდგომლებს შესაბამის კომპანიებთან, რათა აღნიშნულ სოფელში დაჩქარდეს გაზიფიცირების პროცესი.