მარნეულის მერიაში გარემოვაჭრეებს შეხვდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის აგრარური ბაზრის ტერიტორიის გარემოვაჭრეებს შეხვდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის აგრარური ბაზრის ტერიტორიის გარემოვაჭრეებს შეხვდა.
შეხვედრის პროცესში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მცირე მეწარმეებს გარევაჭრობის რეგულაციის წესების დაცვის აუცილებლობაზე გაუმახვილეს ყურადღება. გარემოვაჭრეებმა აგრეთვე მიიღეს კონკრეტული შეთავაზებები, თუ სად და რა ფორმით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.