ზაურ დარგალმა კაპანახჩში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს ეწვია და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს ეწვია და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ზაურ დარგალმა, მერის წარმომადგენელთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ილმაზლოსა და ამბაროვკაში. აგრეთვე გაეცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ გარე განათების სისტემების მოწყობის სამუშაოებსაც.
აღსანიშნავია, სოფელ ილმაზლოში წელს მოასფალტდა 1171 გრძივი მეტრის მოცულობის გზა, რისთვისაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 380 904 ლარი, ხოლო სოფელ ამბაროვკაში 1222 გრძივი მეტრის გზა, რისთვისაც ამავე ფონდიდან გათვალისწინებული იქნა 318 094 ლარი.
უახლოეს დღეებში დაიწყება პირველ ქესალოში ნაპირსამაგრი სამუშოები, რისთვისაც ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 300 000 ლარი. ხოლო, ალგეთის ღვინის ქარხნის დასახლებაში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია.