მარნეულის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდა მოჭადრაკე დავით გეგია დააჯილდოვა
დღეს, მარნეულის მერიაში, მუნიციპალიტეტის სახელით, მერმა, ზაურ დარგალმა და ამირან გიორგაძემ, მადლობის სიგელი გადასცეს ახალგაზრდა მარნეულელ მოჭადრაკეს, დავით გეგიას, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ჭადრაკში, წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი ულოცავთ დავითს აღნიშნულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალს საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკე, წლებია ჭადრაკს მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრის მხარდაჭერით, წარმატებით ეუფლება და მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო.
იგი უახლოეს მომავალში აგრეთვე იასპარეზებს ქალაქ ფოთში დაგეგმილ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალშიც.