მარნეულის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება
მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს, 17 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს, 17 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
სკოლის შენობების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 1 491 399 ლარია გამოყოფილი.
დღეს, საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, ადგილზე გაეცნო.
მერმა სოფელ არაფლოს, მარეთის, დამია- გეურარხის, ქალაქ მარნეულის №4 და №6 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოს შესრულების ეტაპებზე, ხარისხსა და ვადებზე გაესაუბრა.
ამ ეტაპისთვის, საჯარო სკოლების კეთილმოწყობის მიზნით, პრიორიტეტული მიმართულებებია - სახურავების გამოცვლა, კარ-ფანჯრების გამოცვლა, გათბობის სისტემების მონტაჟი და საპირფარეშოების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია სხვა სახის საბაზისო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელება, როგორიცაა იატაკის გამოცვლა, საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და ა.შ.