სიახლეები

სადახლოში სოფლის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

30 ივლ, 2019

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  სადახლოში,   სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  სადახლოში,   სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

ადგილობრივებისთვის სოფლის დღესასწაულის მისალოცად,  ადგილზე ჩავიდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი,  მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, აგრეთვე თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება ტრადიციულად სოფლის განაპირა ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ზეიმზე დასასწრებად  ადგილობრივები  და ამოსული სტუმარები შეიკრიბნენ.

სპეციალურად ამ დღისთვის ჩატარდა კონცერტიც, სადაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები.

ზეიმის შემდეგ სადახლოელებმა   სტუმრებს ტრადიციული კერძებით უმასპინძლეს.

სხვა სიახლეები