სიახლეები

მერიაში სოციალური პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

31 ივლ, 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა,  ადგილობრივი  მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლების მიზნით, მერიაში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართეს.

საინფორმაციო შეხვედრა, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები, მერიის,  საკრებულოს თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა  ინფორმაცია სამინისტროს მიერ  განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ,  როგორც ფულადი სოციალური დახმარებების, ისე სოციალური სერვისების კუთხით, მათ შორის სოციალური დახმარებების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევბზე.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სხვა სიახლეები