სიახლეები

8 აგვისტო - 11 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან

08 აგვ, 2019

დღეს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

დღეს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ჯარისკაცების მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი  სოფელ წერეთლის ღვთისმშობლის შობის სახელობის  ტაძრის წინამძღვარმა,  დეკანოზმა ალექსანდრე აკოფიანმა აღავლინა.

ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად,  მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალგაზრდებმა.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების  ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500 – 500 ლარის ოდენობით თანხა გადაეცათ.

სხვა სიახლეები