ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
წითელსოფლის, წერეთლის, თამარისისა და ყიზილაჯლოს მცხოვრებლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილზე არსებული საჭიროებები გააცნეს, დაისახა სოფლების, კიდევ უფრო მეტად, განვითარებისთვის ერთობლივად განსახორციელებელი სამუშაოები.
შეხვედრების მიმდინარეობისას აქცენტი მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაკეთდა, რომელიც მარნეულში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. ასევე, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სახელმწიფო ენის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიმდინარეობს.