მარნეულში ფესტივალი ერთიანი კავკასია გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ წინამოსამზადებელი პერიოდი აქტიურ ფაზაში შევიდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ წინამოსამზადებელი პერიოდი აქტიურ ფაზაში შევიდა.
ღონისძიების ფარგლებში ეწყობა საფესტივალო ქალაქი, სადაც სხვადასხვა კულტურული და სავაჭრო კუთხეები იქნება განლაგებული.
ორგანიზატორები უკვე ერთი თვეა, რაც აქტიურად მართავენ ვორქშოფებსა და ტრენინგებს. ფესტივალის მოხალისეების ინიციატივით ეწყობა სხვადასხვა აქტივობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლის ფარგლებშიც სიმბოლურად რესტავრაცია ჩაუტარდა წერაქვის სკოლის დერეფანს და მოიხატა ორგანიზატორების მიერ. არსებულ ღონისძიებებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად არის ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ წელს მარნეულში, სოფელ წერაქვში 22-25 აგვისტოს გაიმართება.