სიახლეები

მერიაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 აგვ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა  შედგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა  შედგა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

კონკრეტულად კი საუბარი შეეხო სხვადასხვა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროებებს,   ქალთა უფლებებს, გენდერულ საკითხებს, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასა და  აქტიურ მონაწილეობას.

აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფელ შაუმიანში,  დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილი  მოქალაქეების    უფლებრივი  მდგომარეობა.

სამუშაო შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ქორიძე და ქვემო ქართლის ოფისის თანამშრომლები: ირმა მჭედლიძე, მურადხან გუსეინოვი და მარიამ გვიდიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა,  პრობლემების მოგვარების გზებზე ერთობლივად  იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები