სიახლეები

მარნეულის სოფელ სადახლოში 2500 აბონენტი სასმელი წყლით მომარაგდა

22 აგვ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში,  სასმელი წყლის სისტემების მოწყობის  მასშტაბური პროექტი დასრულდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში,  სასმელი წყლის სისტემების მოწყობის  მასშტაბური პროექტი დასრულდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალსადენის ახალი ქსელები, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ-ია. აშენდა  ახალი რეზერვუარი და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი განხორციელდა, რომელიც უზრუნველყოფს  სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის 2500  აბონენტის  სასმელი წყლით მომარაგებას.

პროექტი განხორციელდა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 305 935 ლარია.

დასრულებული პროექტი ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა. პუნიციპალიტეტის პირველმა  სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება  სადახლოელებს პირადად მიულოცა.

სხვა სიახლეები