სიახლეები

სიახლე ზედამხედველობის სამსახურში

08 ივლ, 2019

მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ბრენდირებული ფორმებით ისარგებლებენ.

მერის, ზაურ დარგალის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ბრენდირებული ფორმებით ისარგებლებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხვალიდან ისარგებლებენ საგანგებოდ მათთვის შექმნილი ბრენდირებული ფორმებით.

სამუშაო ფორმების პრეზენტაცია დღეს, მარნეულის მერიაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი დაესწრო.

მერმა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან, ერთი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამა და დაუღალავი შრომისთვის, თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

სხვა სიახლეები