სიახლეები

მარნეულში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ სოფლები დააზარალა

12 ივლ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში 11 ივლისს, საღამოს საათებში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 11 ივლისს, საღამოს საათებში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სოფელ იმირში, წითელსოფელში, ხიხანში, მარადისსა და საიმერლოში სეტყვას ძლიერი ქარი ახლდა, რამაც სახლებს სახურავები დაუზიანა, აგრეთვე გაანადგურა ვენახები და ნათესები.

დღესვე მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და ასევე, ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, განსაკუთრებული ზარალი მიაყენა ადგილობრივებს. მერი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.

ამ დრომდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

მარნეულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

სხვა სიახლეები