სიახლეები

მერიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოები შეაჯამეს

15 ივლ, 2019

დღეს, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სტიქიიის სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოები შეაჯამა.

დღეს, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამუშაო თათბირზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სტიქიიის სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოები შეაჯამა.

მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის სამსახურის უფროსები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დღესვე, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, განიხილეს მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების, პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და დოკუმენტის მომზადების ეტაპები.

მერმა, საგანგებო რეჟიმის პირობებიდან გამომდინარე, სტიქიის გამო წარმოქმნილ პრობლემებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, წარმომადგენლებს ადმინისტრაქციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია სთხოვა. აგრეთვე დეტალურად მოისმინა და კიდევ ერთხელ შეაჯამა ამ ეტაპზე სხვადასხვა სოფლებში არსებული მდგომარეობა.

სხვა სიახლეები