ადგილობრივი შეხვედრა/დიალოგი რეგიონული განვითარების თემაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, პრეზენტაციას, თემაზე „დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“ უმასპინძლა.

ღონისძიებას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მერიის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქვემო ქართლის მხარეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი გახლდათ, დაინტერესებული ჯგუფების მსჯელობა, მუნიციპალიტეტების განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ ექსპერტმა, გია ტოკლიკიშვილმა წარმოადგინა, რომლის შემდგომაც კითხვა - პასუხის რეჟიმში განხილული იქნა შეხვედრაზე დასმული საკითხები.