სადახლოში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი სრულდება
სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
სოფელ სადახლოში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მასშტაბური პროექტის დასრულების ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენის ახალი ქსელები, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ-ია; ასევე განხორციელდა ახალი რეზერვუარის და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი.
პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყლით.
სოფელ სადახლოს სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდა რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 1 305 935 ლარია.