მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა მართლმადიდებელ მრევლს ულოცავს ნინოობას.
ნინოობა – საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაულია.
ნინოობა ქართველი ერისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმინდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა .წმინდა ნინოს ხსენება აღინიშნება წელიწადში ორჯერ 27 იანვარს – გარდაცვალება, ხოლო 1 - ივნისს საქართველოში შემოსვლა. მარნეულისა და გუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ სოფელ საიმერლოში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა ჩაატარა და მრევლს ნინოობა მიულოცა.