სამუშაო შეხვედრა USAID/Zrda-ს ხელმძღვანელებთან
მარნეულში დღეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებისა და პროგრამა USAID/Zrda საქართველოში წარმომომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მარნეულში დღეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებისა და პროგრამა USAID/Zrda საქართველოში წარმომომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილეები, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და USAID ზრდა საქართველოში
პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი ესწრებოდნენ, ,,გადაჭრილი გორა“ –ს არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხებსა და ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს.
ოფიციალური შეხვედრის შემდგომ, მხარეებმა არქეოლოგიური ძეგლი ადგილზე დათვალიერეს და სამუზეუმო სივრცის მოწყობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
ვინაიდან, USAID ზრდა -ს ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, პროექტის ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა, აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლის სამომავლო ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესება და მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.