სიახლეები

მარნეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი მოსახლეობის ჩართულობით მზადდება

11 სექ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტი, მერიისა და საკრებულოს ერთობლივი  ძალისხმევით,  მოსახლეობის უშუალო ჩართულობით იქმნება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ამჯერად  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის'' წევრვები მართავენ.

დღეს შეხვედრები  სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში  შემავალ სოფლებში შედგა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და  საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოქალაქეებთან შეხვედრისას ყურადღება, პრიორიტეტების შერჩევასა და ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე  გაამახვილეს.  სადაც დეტალურად გაეცნენ  მოსახლეობის საჭიროებებს, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ყველა ტერიტორიულ ერთეულში 2019 წლის 9 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.

სხვა სიახლეები