საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა.
პატარებს, სწავლის დაწყება მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა მიულოცა. ახალი სასწავლო წლის მისალოცად, იგი, სოფელ წერეთლისა და ქალაქ მარნეულის № 3 საბავშვო ბაღს ესტუმრა.
მერმა, ა (ი) ი პ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორთან, ზაურ ქარამოვთან ერთად, ბაღების ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, ბაღის დირექტორებს, აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.