სიახლეები

სპეციალური ჯილდო მარნეულის მუნიციპალიტეტს

25 სექ, 2019

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტი სპეციალური ჯილდოს მფლობელი,  ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ფინანსური ანგარიში“ გახდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებს ნომინაციაში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.

სხვა სიახლეები