სოფელ კიროვკაში 1 340 მეტრი გზა დაიგო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
საგზაო ინფასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი გაეცნო, სადაც ასევე გაესაუბრა ადგილობრივებს.
სოფელ კიროვკაში პროექტის ფარგლებში 1 340 მეტრი მოცულობის გზა მოასფალტდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 436 000 ლარი გამოიყო.