აგრო სემინარი მარნეულის მუნიციპალიტეტში
26 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორგანიზაცია „ISRAGREEN“-მა ჩაატარა სემინარი თემაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშწყობა, მოსავლიანობის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
სემინარის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი ბატონი იუვალ ფუქსი. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ელჩს და სემინარის ორგანიზატორებს მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონის ფერმერებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაცნობისათვის, როგორიცაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. მან აღნიშნა, რომ საჭიროა მოხდეს იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი ნაწარმით, აუცილებელია ბოსტნეულის მოყვანის წარმადობის ზრდა, რაც შექმნის დამატებითი სამუშაო ადგილებს და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს. {AG}agro.seminari.27.02.2014{/AG}