მარნეულს შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი და შვეიცარიის პარლამენტის წევრები ეწვივნენ.
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი და შვეიცარიის პარლამენტის წევრები ეწვივნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიის მაღალი თანამდებობის პირებმა, მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ მოინახულეს- მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში ქალთა ჩართულობას გაეცნენ და ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდნენ.
ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობა, მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რუსლან გაჯიევმა გაუწიეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი დანიელ მევლი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები.