მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება
ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიოკნისის, ქუთლიარის, ბაიდარის, ლეჟბადინის, დიდი მუღანლოს, კაპანახჩის, პირველი ქესალოს, მეორე ქესალოს და ილმაზლოს მოსახლეობას შეხვდნენ.

პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ამ საჭიროებების მიხედვით.
სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მარნეულის მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.