მარნეულის მერიამ ახალგაზრდა მოხალისეებს ექსკურსია მოუწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ახალგაზრდა მარნეულელი მოხალისეებისთვის, დმანისსა და ბოლნისში ექსკურსია მოაწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ახალგაზრდა მარნეულელი მოხალისეებისთვის, დმანისსა და ბოლნისში ექსკურსია მოაწყო.
მოხალისეებმა, ექსკურსიის ფარგლებში, მეზობელ მუნიციპალიტეტეტებში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას, ტურისტულ პოტენციალს გაეცვნენ.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, მარნეულელ ახალგარზრდებს, არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ჯუმბერ კოპალიანმა უმასპინძლა, რომელიც 2000 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, 150- მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისე ჩართო. მოხალისეებმა, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს. აღნიშნული აქტივობით, ახალგაზრდებმა,საკუთარი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.