სიახლეები

შეხვედრა მერიაში „ახალგაზრდები - ახალგაზრდების განვითარებისთვის“

13 ნოე, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის, ზაურ დარგალის  ინიციატივით,  მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ადგილობრივ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის, ზაურ დარგალის  ინიციატივით,  მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ადგილობრივ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს,  ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების  იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენდა.

შეხვედრას,  რომელსაც თემით დაინტერესებული ადგილობრივ ახალგაზრდები და ახალგაზრდულ ორგანიზაციები ესწრებოდნენ,  ფასილიტაციას   მერის ახლადანიშნული თანაშემწე, ახალგაზრდული მიმართულებით,  ადილ ალიევი  უწევდა.

შეხვედრაზე საუბარი  შეეხო ადგილობრივი თვითმართველობისა და ახალგაზრდების მჭიდრო კომუნიკაცის საფუძველზე,  მნიშვნელოვანი აქტივობების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას.

სხვა სიახლეები