კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლით 320 ოჯახი მომარაგდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, დასრულების ეტაპზეა.
პროექტისთვის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 704 783 ლარი იქნა გამოყოფილი.
პროექტის ფარგლებში, 21 884 მეტრის მოცულობის მილების დაქსელვა მოხდა, რომლითაც 320 ოჯახი, ( 1 102 ბენეფიციარი ) მომარაგდება სასმელი წყლით.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებს, ადგილზე გაეცვნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მერი, ზაურ დარგალი.