მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები წარმოადგინეს, მათი თავისებურებებით, ტრადიციული კერძებითა და ისტორიით.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.