სიახლეები

მარნეულში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

19 ნოე, 2019

ქალაქ მარნეულში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქალაქ მარნეულში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები რუსთაველის ქუჩის, №3 კორპუსის ეზოში ხორციელდება. ახალი სკვერი, უახლოეს მომავალში რუსთაველის №20- ში მდებარე კორპუსის ეზოშიც მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ წელს ახალი სკვერი მოეწყო, ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზეც.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი. მისი განცხადებით, ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

სხვა სიახლეები