მარნეულის წარმატებები რეგიონულ ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში
მარნეულის მერიის საფეხბურთო გუნდმა, რეგიონულ ჩემპიონატში მინი ფეხბურთში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში გაიმართა, წარმატებით იასპარეზა და თასის მფლობელი გახდა.
მარნეულის მერიის საფეხბურთო გუნდმა, რეგიონულ ჩემპიონატში მინი ფეხბურთში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში გაიმართა, წარმატებით იასპარეზა და თასის მფლობელი გახდა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე შეხვდა.
მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, თანამშრომლებს, წარმატება მიულოცეს და მომავალ აქტივობებში, მხარდაჭერა აღუთქვეს.