სიახლეები

სოფელ წერეთელში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

09 დეკ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, საჯარო სკოლის ბაზაზე, ძიუდოს ახალი დარბაზი  გაიხსნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, საჯარო სკოლის ბაზაზე, ძიუდოს ახალი დარბაზი  გაიხსნა.

სპორტული სივრცის ოფიციალურ გახსნას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და  სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოს დარბაზს საჩუქრად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საერთაშორისო სტანდარტების ახალი ტატამი გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა მარნეულის ღია ჩემპიონატი ძიუდოში.

ძიუდოთი დაინტერესებულ მოზარდებს საშუალება აქვთ უფასოდ ივარჯიშონ დარბაზში.

სხვა სიახლეები