„მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულსა და დაბა შაუმიანში
9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა.
9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა.
დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრში მოეწყო ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია, ასევე გაიმართა საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
ღონისძიების ფარგლებში მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე და მუსიკალური ბენდი „კანუდოსი“.
პროექტის მხარდამჭერი ქვემო-ქართლის გუბერნია, ქ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და მარნეულის კულტურის ცენტრი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2019 წლის 22 აპრილიდან ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.