სიახლეები

შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

11 დეკ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილე მხარეებმა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის,  ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აგრეთვე საუბარი შეეხო,  თანასწორობისათვის ბრძოლაში სახალხო დამცველის როლს და ძალადობის პრევენციის მიზნით გენდერის საბჭოების საქმიანობის მნიშვნელობას.

შეხვედრას,  მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადილე ლაშა ლობჯანიძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აგრეთვე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გენდერის საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება, სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის ორგანიზებით შედგა.


სხვა სიახლეები