მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი სოფლის მოსახლეობას ხვდება
27 და 28 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გასვლითი შეხვედრები გამართეს შულავრის და შაუმიანის ტერიტორიულ ერთეულებში.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობისაგან მოისმინა სოფლებში არსებული პრობლემები და მათთვის პრიორიტეტული წინადადებები განიხილა, რომლებიც მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაფინანსდება. მოსახლეობამ ძირითადი აქცენტები სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე, სარიტუალო დარბაზის მშენებლობასა და ინვენტარიზაციაზე გააკეთა. {AG}28.02.2014soflis-proeqti{/AG}