მერიამ მოსახლეობას მუნიციპალური ორგანიზაციების ანგარიში წარუდგინა
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საანგარიშო შეხვედრა გაიმართა, სადაც მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ, მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ, 2019 წელს გაწეული სამუშაოები შეაჯამა და მომავალი წლების გეგმებზე ისაუბრა.

ღონისძიებას, ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია- საშუალებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
რვა მუნიციპალური ორგანიზაციის ანგარიშების პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.
ღონისძიების ბოლოს, მერიის სამსახურებს და მუნიციპალური ა(ა) იპ-ებსა და შპს-ებს, წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის მერის სახელით, მადლობის სიგელები გადაეცათ.