სიახლეები

საახალწლო ნობათი მარნეულში 400 ოჯახს გადაეცა

30 დეკ, 2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 400 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს, საახალწლოდ სურსათისა და ტკბილეულის ნაკრები გადაეცა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 400 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს, საახალწლოდ სურსათისა და ტკბილეულის ნაკრები გადაეცა.

საახალწლო საჩუქრები მუნიციპალიტეტის 18- ვე ადმინისტრაციულ ერთეულში დარიგდა.

დღეს, საახალწლო ნობათის გადასაცემად, სოფლებში, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ოჯახებს პირადად ესტუმრნენ და დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცეს.

სხვა სიახლეები