სიახლეები

მარნეულის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამა წარადგინა

17 იან, 2020

მიმდინარე წლის 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამა წარუდგინა;

მიმდინარე წლის 17 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის 2020 წლის სოციალური პროგრამა წარუდგინა;

შეხვედრის ფარგლებში მერმა დეტალურად განიხილა მერიის მიერ 2020 წლისთვის შემუშავებული სოციალური სერვისები.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, პროგრამაში შეტანილი სიახლეები და ცვლილებები, რომელიც ხელსშეუწყობს სოციალური სერვისების ხარისხიან და ეფექტურ მიწოდებას ბენეფიციართათვის.

შეხვედრის მიზანს სოციალური პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა;

პროგრამის პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მერისგან მიეღოთ პასუხები.

სხვა სიახლეები