მარნეულის მერმა მოქალაქეთა გასვლითი მიღება კაჩაგანში გამართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება ამჯერად, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საზოგადოებრივ ცენტრში გამართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, მოქალაქეთა გასვლითი მიღება ამჯერად, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საზოგადოებრივ ცენტრში გამართა.
მერმა, მიღებაზე მისულ ადგილობრივებს მათ წინაშე არსებული საჭიროებები გამოკითხა და მერიის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
ზაურ დარგალმა, აღნიშნული გადაწყვეტლება, მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით მიიღო, რომელიც მის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.
მარნეულის მერი მსგავს აქტივობებს მომავალშიც განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გასვლით შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოაწყობს.