სიახლეები

სოფელ სადახლოში მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს

02 თებ, 2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი,  ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დღეს,  აღნიშნული  სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულში იმყოფებდონენ,  სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე,  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა,  მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც  მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, მათ მიერ  გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში  წელს, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, როგორიცაა  სოფლებში, შიდა გზების მოასფალტება, სასმელი წყლის მომარაგების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა,  სკოლის მშენებლობა და სხვა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში  შერჩეულ პროექტებზე და აღნიშნულ პროგრამაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე;

სხვა სიახლეები