მარნეულში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ - ახალი კომპონენტის - „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უძღვებოდა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დღეიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო.