მარნეულს NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი ესტუმრა
მარნეულის მუნიციპალიტეტს, დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტი, დერეკ მიტჩელი ესტუმრა.
მარნეულის მუნიციპალიტეტს, დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტი, დერეკ მიტჩელი ესტუმრა.
შეხვედრა მერიაში შედგა, რომელსაც, მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, თანამშრომლები და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოფიციალურ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტისა და NDI-ის მიერ, ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებულ, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს, მის ეტაპებსა და დასკვნით შედეგებს.
შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივად არსებულ პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე.