მარნეულში COVID-19-თან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა;
მარნეულის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა;
დეზინფიცირება ასევე ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს და ეტაპობრივად მიმდინარეობს საჯარო სკოლის შენობებში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, სადეზინფექციო სამუშაოებს ეტაპობრივად ატარებს და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.
ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებებიც.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.