მარნეულში ვირუსის პრევენციის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქის ქუჩებში დადის მანქანა, ხმოვანი სიგნალით, რომელიც მოსახლეობას არსებული მდგომარეობის შესახებ, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე აწვდის ინფორმაციას და რეკომენდაციებს.
მოხალისეებმა მოქალაქეებს, მშობლიურ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს, რომლის დარიგებაც მომავალში ეტაპობრივად ისევ მოხდება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო ხაზი, საგანგებო მდგომარეობის გამო 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის სპეციალური საინფორმაციო ფლაერები, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დამზადდა.
ქვემო ქართლის რეგიონში მასალის გავრცელება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 16 მარტიდან უზრუნველყვეს.