სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

04 აპრ, 2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე უერთდება მმართველი გუნდის ინიციატივას და მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთან ერთად, სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

აღნიშნული საქველმოქმედო აქცია მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხვას გულისხმობს. ფონდი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეიქმნა და დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობაზე მზაობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დაგალმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სხვა სიახლეები