სიახლეები

ღია და მონაწილეობითი საჯარო მმართველობა

19 მარ, 2014

დღეს 19 მარტს  11:00 საათზე  USAID-ის  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა შეხვედრა „ღია და მონაწილეობითი  საჯარო მმართველობის შესახებ“. შეხვედრას ესწრებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი მერაბ თოფჩიშვილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

კონსულტაცია ორგანიზებული იყო  საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავდა  საზოგადოებისთვის  ინფორმაციის  მიწოდებას მომდევნო 2 წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც გამჭვირვალე  და ღია მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება. გარდა ამისა, შეხვედრის მიზანი იყო  საზოგადოების  მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები  პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს. {AG}19.03.2014-usaid{/AG}  

სხვა სიახლეები