სიახლეები

ნოვრუზ ბაირამი

20 მარ, 2014

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები გაზაფხულის ბუნიაობის დღეს, ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამი ტრადიციული დღესასწაულია, ის გაზაფხულის შემოსვლასა და სიცოცხლის განახლებასთანაა დაკავშირებული. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს ნოვრუზ ბაირამს ყველა ადგილობრივ მკვიდრს უსურვებს მათ ჯანმრთელობას  და ბედნიერებას,  სიხარული და კეთილდღეობა სუფევდეს მათ ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანაში.  

21.03.2014 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ ჩატარდება „ნოვრუზ-ბაირამის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. გაიმართება საზეიმო კონცერტი ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით. გამოფენილი იქნება: ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, ნახატები, სოფლის ნობათი, ყვავილები და ა.შ.  ბავშვებისა და მოზარდებისთვის დაიდგმება ატრაქციონები, რომელიც უფასოდ მოემსახურება ნებისმიერ მსურველს.   გაიმართება სახალხო მსვლელობა და სეირნობა. შესაძლებელი იქნება ტრადიციული ტკბილეულისა და ჩაის დაგემოვნება. დაინთება ტრადიციული კოცონი. ჩატარდება სპორტული ასპარეზობები.

სხვა სიახლეები