სიახლეები

ნოვრუზ ბაირამი 21.03.2014

23 მარ, 2014

21.03.2014 მარნეულის მუნიციპალიტეტს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა და  ადგილობრივ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მოულოცა.

„ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ! თქვენ განსაკუთრებით მშრომელი ხალხი ხართ. თქვენ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებთ ჩვენს ბაზარს, და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტია. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ეს შრომა დაგიფასდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა.ჩვენ გვინდა, რომ თქვენს შვილებს ჰქონდეთ სწავლისა და განვითარების პირობები. მიხარია, რომ აქაური ახალგაზრდობა ძალიან მონდომებულია იცოდეს ქართული ენა. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ სახელმწიფო ენის შესწავლის პროექტებში. ქართული ენის ცოდნა მათ დაეხმარებათ სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში,უმაღლესი განათლების მიღებაში. საბოლოოდ ისინი შეძლებენ სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს ცხოვრებაში. ვიცი, რომ თქვენთვის ერთნაირად ძვირფასია აზერბაიჯანიც და საქართველოც. დღეს ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ქართველებს ერთი ქვეყანა გვაქვს, ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს და ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში." გამწვანების კამპანიის ,,მწვანე მომავალის“ ფარგლებში  პირველი ნაკვეთი თბილისი–მარნეულის ცენტრალურ გზატკეცილზე შეირჩა. ხეების დარგვის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიიღეს.„ვგეგმავთ მარნეულში ავაშენოთ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. თქვენ გექნებათ ადგილი, სადაც შეიკრიბებით, ივარჯიშებთ და იცხოვრებთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით,“–ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ–მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთან შეხვედრა. შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა. პრემიერმა ახალგაზრდებს ნოვრუზ ბაირამობა მიულოცა და გააცნო მათ  განათლების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისათვის. {AG}21.03.2014-novruz.bairami{/AG}

სხვა სიახლეები